ჟენევის დისკუსიების დასრულების შემდეგ, სადაც მხარეებმა შეთანხმება ვერ შეძლეს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაზე ასეთი კომენტარი გააკეთა:
– როდესაც ადამიანი იღუპება, ეს ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან მძიმე, ტრაგიკული სიტუაციაა. ყველაფერში საჭიროა კარგად გარკვევა. ასე სწრაფად დასკვნებს არ გავაკეთებდი. საჭიროა გარკვევა, გამოძიების ჩატარება. როგორც მესმის, ახლა გამოძიებას ატარებენ საქართველოში სასამართლო სამედიცინო ექსპერტები. ეს გაკეთდა სამხრეთ ოსეთის მხარის მიერ ვლადიკავკაზში, ჩვენი სასამართლო სამედიცინო ექსპერტების დახმარებით. ვნახოთ, რა მოხდა სინამდვილეში.
ნიუპოსტი

