”კაცი მომაშტერდა ავტობუსში და ნიკოლოზ ბარათაშვილი რომელ წელს დაიბადაო, მეკითხება…”

ირმა შერგელაშვილმა რამდენიმე წუთის წინ ფეისბუქში დაწერა:

”დღეს ვიღაც კაცი მომაშტერდა ავტობუსში, რაღაცის კითხვას რომ აპირებენ, ისეთი გამომეტყველებით. იმ ტერიტორიაზე ძირითადა “ლეჩკომბინატს”, ტატიშვილის კლინიკას ან სისხლის გადასხმის ცენტრს კითხულობენ ხოლმე და მეც სასწრაფოდ მოვემზადე საპასუხოდ. ხოდა, ნიკოლოზ ბარათაშვილი რომელ წელს დაიბადაო- მეკითხება უცებ. ისე დავიბენი, კინაღამ ხუთი გაჩერებით ადრე ჩავედი ავტობუსიდან🙄”