პარტია “Самопомочі”-ის წევრის, რადას დეპუტატ იგორ სობოლევის განცხადებით, კიევის პოლიციამ უკვე გაათავისუფლა კარვების ქალაქის დარბევის დროს დაკავებული 112 ადამიანი.
მისი ცნობით, პოლიციაში რჩება მხოლოდ მოხალისეთა ბატალიონ “Донбасс”-ის მებრძოლი ნიკოლაი ჩუდოვსკი, რომელსაც სამშაბათს, 27 თებერვალს 5 სპეცრაზმელის ცემა ედება ბრალად.
მან ასევე მოინახულა საავადმყოფოში დარბევის დროს დაზარალებული ადამიანები და აცხადებს, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

