რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ახალი მინისტრი, მაია ცქიტიშვილი მივიდა. მას სამინისტროში უკვე ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე დახვდა, რომელმაც მას თანამშრომლები გააცნო.
სამინისტროს თანამშრომლები ამბობენ, რომ მინისტრის გადადგომა მათთვის მოულოდნელი იყო და ინფორმაცია ამის შესახებ პრემიერმინისტრის ბრიფინგიდან შეიტყვეს. მათივე თქმით, ისინი უწყებაში ძირეულ ცვლილებებს არ ელიან.
კორუფციასთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებზე უკვე ყოფილმა მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ კომენტარი არ გააკეთა.
რუსთავი 2

