მედია: რომში ტერორისტული აქტია მოსალოდნელი

მედია: რომში ტერორისტული აქტია მოსალოდნელიიტალიის საელჩომ ტუნისში მიიღო ანონიმური წერილი, რომელშიც ტერორისტული თავდასხმის შესახებ წერია. მათ შორის ლაპარაკია, რომ იტალიის დედაქალაქ რომზე თავდასხმა მზადდება. ამის შესახებ TGcom24-ი წერს.

ტექსტის მიხედვით ლაპარაკია, ვინმე აფეტა მეტლუტიზე, რომელიც რომის ცენტრში ტერორისტული აქტის მოწყობას აპირებს.

შესაძლო სამიზნებს შორისაა მეტრო, ბარები, სავაჭრო ცენტრები, ასევე სხვადასხვა ტურისტული ადგილები.

აღსანიშნავია, რომ მეტლუტი სამართალდამცავებისთვის ნაცნობია. ის ადრე ნარკოტიკული საშუალებების ვაჭრობაში იყო შემჩნეული, ისევე როგორც მცირე დანაშაულებებში. ახლა კარაბარიერებმა მასზე ძებნა გამოაცხადეს.

იმედინიუსი