მესიმ არგენტინის ნაკრების განადგურებას ბოლომდე ვერ უყურა

მესიმ არგენტინის ნაკრების განადგურებას ბოლომდე ვერ უყურაარგენტინის ნაკრებმა ესპანეთის წინააღმდეგ თავი შეირცხვინა და 1:6 წააგო. შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ლიონელ მესის, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებს. მესი მატჩს ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს და როდესაც ანგარიში 6:1 გახდა ლეომ ტრიბუნა დატოვა.

მატჩის შემდეგ არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ განაცხადა რომ მის გუნდს სილა გააწნეს და აუცილებელია სწორი დასკვნების გაკეთება. აღსანიშნავია ისიც რომ ხორხე სამპაოლიმ ამხანაგური შეხვედრებისთვის ნაკრებში არ გამოიძახა პაულო დიბალა და მაურო იკარდი.