”მშვიდობა ომზე მეტია” – აქციები ოკუპაციის წინააღმდეგ თბილისსა და საქართველოს 12 ქალაქში ჩატარდება

”მშვიდობა ომზე მეტია” - აქციები ოკუპაციის წინააღმდეგ თბილისსა და საქართველოს 12 ქალაქში ჩატარდება”მშვიდობა ომზე მეტია” – ამ სახელწოდებით გაიმართება საქაღთველოს ტერიტორიებვის ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია, 18:30 საათზე, დღეს თავისუფლების მოედანზე. პროტესტის ნიშნად 50-მდე ბარი, რესტორანი და მაღაზია ორი საათით დაიხურება. აქციას, სახელწოდებით „მშვიდობა ომზე მეტია“ სოლიდარობას უცხადებს საქართველოს 12 ქალაქი, სადაც ანალოგიური აქციები ჩატარდება.

აქციის ორგანიზატორის თაზო დათუნაშვილის თქმით, პროტესტის ძირითადი მიზეზი ის ოკუპაციაა, რომელსაც რუსული მხარე საქართველოს წინააღმდეგ ახორციელებს.

„ხაზგასმით ვთქვათ, რომ ამ აქციის არც ორგანიზების პროცესში და არც ჩატარების პროცესში, მონაწილეობა არ მიუღია არც ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას, ინტერესთა ჯგუფს, სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციას. ეს არის თავიდან ბოლომდე სამოქალაქო ინიციატივა და ამას გვინდა ხაზი გავუსვათ. პროტესტის მთავარი მიზეზი არის ის ტრაგედია, რომელიც დატრიალდა არჩილ ტატუნაშვილის თავს და მისი თანამებრძოლების თავს, რომელიც სამწუხაროდ, იმყოფებიან ოსეთის ტერიტორიაზე და არჩილის ცხედარი ჯერ კიდევ არ არის გადმოცემული საქართველოში,“ – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.