ქუთაისის მერიიდან 45 თანამშრომელი დაითხოვეს

ქუთაისის მერიიდან 45 თანამშრომელი დაითხოვესქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების ა(ა)იპ-ებში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში ფილიალებიდან 45 თანამშრომელი გათავისუფლდა. ინფორმაციას “ნიუპრესიავრცელებს.

– ფილიალებში, ისევე როგორც ადმინისტრაციაში, თანამშრომლები გაფორმებული იყვნენ ზოგადი სპეციალისტის სტატუსით. ამჟამად ზოგადი სპეციალისტის შტატები გავაუქმეთ. 58-ვე ადამიანი მიიღებს ერთთვიან კომპენსაციას. გათავისუფლებულ თანამშრომლებს სამსახურში დაბრუნების შესაძლებლობა აქვთ. ერთი თვის განმავლობაში დარგის სპეციალისტებად ხელშეკრულებით  მოხდება იმ ადამიანების აყვანა, რომლებიც წარმოდგენილი ანგარიშებისა და დახასიათებების საფუძველზე შეირჩევიან,- განმარტეს ა(ა)იპ-ში.

კომისიას დახასიათებების განხილვისათვის 20 დღე დასჭირდება. რაც შეეხება ფილიალებიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს, მათი რაოდენობა სკოლების მიხედვით სხვადასხვაა.

იმედინიუსი