ქუთაისში გარემოვაჭრეებმა გზა გადაკეტეს

ქუთაისში გარემოვაჭრეებმა გზა გადაკეტესქუთაისში გარემოვაჭრეებსა და ქალაქის მერს გიორგი ჭიღვარიას შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. მოვაჭრეების ნაწილმა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი ცენტრალური გზა გადაკეტეს. ისინი მერიის მიერ გარევაჭრობის აკრძალვას აპროტესტებენ.

გზის გადაკეტვამდე მოვაჭრეები მერს შეხვდნენ. მათი ნაწილი მერის შეთავაზებას დათანხმდა, რაც გულისხმობს იმას რომ ახალ ფართში სამი თვე ქირის გადასახადს არ გადაიხდიან, ადგილები კი ლოტოტრონის პრინციპით გადანაწილდა.

მოვჭრეთა მეორე ნაწილს მერის ეს შეთავაზება არ მოსწონს, სწორედ ამიტომ შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ გზა გადაკეტეს.

1 მარტიდან ქუთაისში გარევაჭრობა აიკრძალა. ამის გამო გვიან ღამე ცენტრალური ბაზრისა და ჯაჭვის ხიდის მიმდებარე ტერიტორია სპეციალურმა სერვისებმა დაასუფთავეს. ტერიტორიიდან აიღეს გარემოვაჭრეთა დახლები და სხვადსხვა სახის მოწყობილობები.

იმედინიუსი