რაკიტიჩმა შესაძლოა სეზონის ბოლოს ბარსელონა დატოვოს

რაკიტიჩმა შესაძლოა სეზონის ბოლოს ბარსელონა დატოვოსბარსელონას ხორვატმა ფეხბურთელმა ივან რაკიტიჩმა შესაძლოა სეზონის ბოლოს ბარსელონა დატოვოს.

ამის მიზეზი ის არის, რომ ბარსელონაში ფილიპე კოუტინიო გადმოვიდა, რომელიც მომავალ სეზონში სავარაუდოდ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იქნება, ხოლო რაკიტიჩი კი სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლებს.

თვითონ ხორვატი ფეხბურთელი აცხადებს რომ ის ბარსელონაში ბედნიერია და წასვლას არ აპირებს, თუმცა მომავალში შესაძლოა ყველაფერი შეიცვალოს.

რაკიტიჩი ბარსელონაში 2014 წელს გადავიდა და მას შემდეგ ის ბარსელონას ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია.