სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის უფროსად ნიკოლოზ დიასამიძე დაინიშნა – გათავისუფლებულია 7 რაიონის პოლიციის უფროსი

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის უფროსად ნიკოლოზ დიასამიძე დაინიშნა - გათავისუფლებულია 7 რაიონის პოლიციის უფროსისამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსად ნიკოლოზ დიასამიძე დაინიშნა. მანამდე აღნიშნულ პოსტს გურამ ზესაშვილი იკავებდა. აღნიშნულ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსს” შს სამინისტროში დაუდასტურეს, თუმცა, რა გახდა საკადრო ცვლილების მიზეზი, უწყებაში არ აკონკერტებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ მიიღო. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გათავისუფლებულია სამეგრელო-ზემო სვანეთში შემავალი 7 რაიონის პოლიციის უფროსი. არსებული ინფორმაციით, შს მინისტრმა საკადრო ცვლილებების გატარებამდე შეხვედრა სამხარეო პოლიციის თანამშრომლებთან გამართა.

ინტერპრესნიუსი