სამხრეთ კორეელი მომღერალი მინ ვუ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

პოპულარული სამხრეთ კორეელი მომღერალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ არტისტის Instagram გვერდიდან გახდა ცნობილი.

ჯგუფ “100%”-ის სოლისტის, მინ ვუს გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერ არ დაუდგენიათ. წინასწარი ინფორმაციით, ვუ უეცარი გულის შეტევით გარდაიცვალა.

პოპმომღერლის გულშემატკივრები, ახლო მეგობრები და ოჯახის წევრები მინ ვუს გლოვობენ.

იმედინიუსი