საფრანგეთში ტერორისტმა სუპერმარკეტში მძევლები აიყვანა – დაიღუპა 2 ადამიანი – ტერორისტი სალაჰ აბდესლამის გათავისუფლებას ითხოვს

საფრანგეთში ტერორისტმა სუპერმარკეტში მძევლები აიყვანა - დაიღუპა 2 ადამიანი - ტერორისტი სალაჰ აბდესლამის გათავისუფლებას ითხოვსსამხრეთ საფრანგეთში, ქალაქ ტრებში, სუპერმარკეტ Super U-ში შეიარაღებულმა პირმა მძევლად რამდენიმე ადამიანი აიყვანა.

მძევლების აყვანის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

ინციდენტის ადგილთან პოლიცია და სპეცრაზმია მობილიზებული. ვარაუდობენ, რომ თავდასხმა ტერორისტული აქტია.

შეიარაღებული თავდამსხმელი ამბობს, რომ ისლამური სახელმწიფოს წევრია.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ერთ-ერთ სუპერმარკეტში მძევლების აყვანა ტერაქტზე მიუთითებს. – – მძევლების აყვანის გარემოებები იმაზე მიგვითითებს, რომ საუბარია ტერორისტულ აქტზე, – განაცხადა ედუარ ფილიპმა.

ფრანგული ტელეარხის BFMTV-ს ინფორმაციით, ტერორისტი პოლიციელებს მოთხოვნას უყენებს. მან სალაჰ აბდესლამის გათავისუფლება მოითხოვა.

სალაჰ აბდესლამი 2015 წლის 13 ნოემბერს პარიზის ტერაქტებში მონაწილეობდა. მას „შაჰიდის ქამარი“ ჰქონდა, რომელიც, ექსპერტიზის შეფასებით, გაუმართაობის გამო არ აფეთქდა. 13 ნოემბერს აბდესლამი ბელგიაში დაბრუნდა, სადაც რამდენიმე თვის მანძილზე იმალებოდა. ის 2016 წლის 18 მარტს ბრიუსელში დააკავეს.

ტერაქტის ადგილას საფრანგეთის შს მინისტრი ჟერარ კოლონი გაემგზავრა. თავის მხრივ, პროკურატურამ საქმის ძიება ტერორიზმის მუხლით დაიწყო.