სარა სანდერსი: “სანამ მოსკოვი საქციელს არ შეცვლის, ვაშინგტონი მის წინააღმდეგ მკაცრ პოლიტიკას გააგრძელებს”

სარა სანდერსი: "სანამ მოსკოვი საქციელს არ შეცვლის, ვაშინგტონი მის წინააღმდეგ მკაცრ პოლიტიკას გააგრძელებს"თეთრი სახლის პრესსპიკერის სარა სანდერსის განცხადებით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის წინააღდეგ მკაცრ პოლიტიკის გატარებას მანამდე გააგრძელებს, სანამ მოსკოვი საკუთარ საქციელს არ შეცვლის.
სარა სანდერსის თქმით, ამ დრომდე თეთრი სახლის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება სწორედ რუსეთის მიმართ სიმკაცრით გამოირჩევა.

შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა.საქმე ეხება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას.

სანქციები 19 ფიზიკურ პირს და ერთ ორგანიზაციას დაუწესდა.

ახალი სანქციები ეხება „ინტერნეტის კვლევით სააგენტოს“ ე.წ. რუსული „ტროლების ქარხანა“, რომელიც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს , სოციალურ ქსელებში რუსული ინტერესების გამტარებელ პოლიტიკურ პოსტებს ავრცელებდა ამერიკელი მომხმარებლების სახელით. სანქციები შეეხო ევგენი პრიგოჟინსაც, კვლევითი სააგენტოს ფინანსურ მხარდამჭერს, რომელსაც ვლდიმირ პუტინთან ახლო კავშირები აქვს. ასევე რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის სამმართველოსთანამშრომლები.