სერხიო აგუერომ ტრავმა მიიღო

სერხიო აგუერომ ტრავმა მიიღომანჩესტერ სიტის ფორვარდმა სერხიო აგუერომ ტრავმა მიიღო და შესაძლოა მან რამდენიმე შეხვედრა გამოტოვოს. აგუეროს ტრავმა სერიოზული არ არის, მაგრამ მისი ლივერპულის წინააღმდეგ თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ლივერპულთან მატჩი 4 აპრილს გაიმართება და შესაძლოა სერხიომ ვერ შეძლოს იმ დროისთვის ბოლომდე გამოჯანმრთელება. ბოლო პერიოდში აგუეროს მცირე ტრავმები საკმაოდ ხშირად აწუხებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის მაინც საკმაოდ შედეგიანია და ისევ სტაბილურად ბევრ გოლს იტანს მანჩესტერ სიტის შემადგენლობაში.