ტერაქტი ეგვიპტეში – ალექსანდრიის ცენტრში დანაღმული მანქანა აფეთქდა

ტერაქტი ეგვიპტეში - ალექსანდრიის ცენტრში დანაღმული მანქანა აფეთქდათავდასხმა ეგვიპტეში – ალექსანდრიის ცენტრში დანაღმული მანქანა იმ დროს აფეთქდა, როდესაც გზაზე ქალაქის უსაფრთხოების სამსახურის კორტეჟი გამოჩნდა.
აფეთქების შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელია. კიდევ 4 სამართალდამცველი სხვადსხვა ტრავმით საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე ქალაქის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი იყო.
მაღალჩინოსანი უვნებელი გადარჩა. მისი თქმით, აფეთქების ორგანიზატორების მიზანი საპრეზიდენტო არჩევნების წინ ვითარების დესტაბილიზაცია იყო.