თბილისში გაზით მოწამვლით 1 ადამიანი გარდაიცვალა

თბილისში გაზით მოწამვლით 1 ადამიანი გარდაიცვალათბილისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციით ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევა ამაღლების ქუჩაზე მოხდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, შემთხვევის შესახებ შეტყობინება დღეს დილით შევიდა. ამ ეტაპზე უცნობია როდის მოხდა მამაკაცის და ქალის ბუნებრივი აირით შესაძლო მოწამვლა.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.