აშშ-ში მცხოვრებმა გიორგი ნიკოლაიშვილმა ფეისბუქზე ასეთი პოსტი გამოაქვეყნა:
”შიმონ პერესი პუტინზე:
,,მე ვუთხარი მას, –თქვენ 63 წლის ხართ, მე–93-ის. მითხარით, რის მიღწევას აპირებთ უახლოესი 30 წლის განმავლობაში? თქვენ იმედი გაქვთ, რომ გააბრაზებთ ამერიკას?
პუტინი:–არა.
–ამერიკას უნდა რუსეთის ნაწილი?–არა, რაიმე გაუგებრობა გაქვთ ობამასთან?
პუტინი:–რატომ მეკითხებით?
მე ვუთხარი:–მე შპიონი არ ვარ, თქვენ შეგიძლიათ ყველაფერზე მელაპარაკოთ.
პუტინი:
–თქვენ რას ფიქრობთ?
—მე მას ვუთხარი:–ამერიკა მოიგებს, ყველაფრის მიუხედავად, რაც არ უნდა გააკეთოთ თქვენ
პუტინი:–რატომ?
–იმიტომ, რომ ისინი ბედნიერები არიან, თქვენ კი –არა.–შემდეგ გავაგრძელე:
–როცა ამერიკელი დილით იღვიძებს, რას ხედავს?–სამხრეთში მექსიკაა და ისინი მექსიკელებს იღებენ საკუთარ ქვეყანაში, კანადა ჩრდილოეთშია და ის მისი ყველაზე საუკეთესო მეგობარია. მარჯვნივ და მარცხნივ კი თევზებია წყალში. რაზე უნდა ინერვიულოს ობამამ? თქვენ კი, როცა იღვიძებთ დილით–ვინ გყავთ მეზობლდ? იაპონია, ჩინეთი, ავღანეთი. ღმერთო ჩემო! მათ იციან, რომ თქვენ გაქვთ ბევრი მიწა, მაგრამ მათ არ ეხმარებით არც ერთი კაპიკით. თქვენ გაქვთ 20% მტკნარი წყალი, მაგრამ არაფერს აძლევთ მათ. ასე რომ, როცა ციმბირში თოვლი გადნება, პირველი, რასაც იქ დაინახავთ–ჩინელები იქნებიან, რადგან აღმოსავლეთში ჩინელები ბევრნი არიან, რუსები კი–ცოტა.
–მეორე, რაც მე მას ვუთხარი-იყო:
ამერიკას უკეთესი შესაბამისობა ტერიტორიის სიდიდეს და ხალხის რაოდენობას შორის, თქვენ კი–საშინელი–20 მლნ კვადრატული კილომეტრი–თქვენ არ გყავთ ამდენი ხალხი, თქვენი ხალხი იღუპება–ნუ გაგიტაცებთ აპლოდისმენტები და ის, რასაც თქვენზე ლაპარაკობენ, ხალხი არ გაპატიებთ. რუსები საშუალოდ 62 წელი ცოცხლობენ, ამერიკელები კი–82-ს.
თქვენ ისე გიჭირავთ თავი–როგორც მეფეს.
—რას აკეთებდნენ მეფეები? –მათ ააშენეს ორი ქალაქი: სანკტ-პეტერბურგი და მოსკოვი, როგორც ვიტრინა, რასაც მოინდომებთ–ყველაფერს იშოვით იქ. –რუსეთის დანარჩენი ტერიტორია კი ისეთია, როგორც თოვლით დაფარული ნიგერია. თქვენი ხალხი იღუპება–თქვენ არ აძლევთ მათ სიცოცხლეს. და გგონიათ გაპატიებენ ამას?
რატომაა ამერიკა მშვენიერი?–ვკითხე მას, –იმიტომ, რომ ამერიკა გასცემს, რატომ აქვს ევროპას პრობლემები?–იმიტომ, რომ ისინი იღებენ, ამერიკა გასცემს, ხალხი ფიქრობს, რომ ისინი გულუხვები არიან, მე კი მგონია, რომ ისინი ბრძენები არიან, როცა გასცემ–იძენ მეგობრებს, ყველაზე კარგი ინვესტიცია–მეგობრების შეძენაა.
—ამერიკას ეყო ვაჟკაცობა მიეღო მარშალის გეგმა, მათ ძალიან დიდი დახმრება გაუწიეს მომაკვდავ ევროპას, და ამით დაამტკიცეს, რომ ესაა ყველაზე საუკეთესო ინვესტიცია.
თითქმის ყველა ევროპული ქვეყანა იმპერია იყო, ესპანეთი, პორტუგალია, საფრანგეთი დასხვა. ინგლისი, რომელიც გვევლინებოდა მსოფლიოში ყველაზე ძლევამოსილ იმპერიად, დარჩა თავისი სამი კუნძულის ამარა და იმასაც არ იცის–რა უყოს.
დამიჯერეთ, ვუთხარი პუტინს, ცხოვრებაში ყველაზე დიდი დანაკარგი არის მტრები და მტრობა.
–თქვენ ინვესტიციას აკეთებთ სისულელეში”.

