“თუ თქვენს ხალხს უნდა მიალპეს რუსეთის იმპერიას, მას ამას ვერავინ დაუშლის” – ლალი ესათიას ემოციური პოსტი

ლალი ესათიამ ფეისბუქში დაწერა:

“მე რომ ამ ქვეყნის შვილი კი არა, გარედან მისი კეთილისმსურველი ვიყო, რას ვეტყოდი ქართველ ხალხს ?:
,,თქვენ ათასწლეულები ურთიერთ ქიშპობაში, ღალატითა თავკერძობით თავისუფლების იდეით იკრებდით ძალებს და ამსხვილებდით სამფლობელოებს, ზოგ პერიოდებში იმდენად, რომ ფაქტობრივი თავისუფლება გქონდათ, მაგრამ მომავალზე ვერ ზრუნავდით და ადვილად თმობდით მას.
ბოლოს მიენდეთ აღმავალ რუსულ იმპერიას და მისმა სიძლიერემ თქვენი თავკერძობა-პატივმოყვარეობა იმპერიის სამსახურში ჩააყენა, თქვენი სიამაყის წყარო ჩინ-მედლები გახდა.
რუსეთის იმპერია ამ ასი წლის წინ მოირყა და თქვენ საშუალება მოგეცათ შეგექმნათ სახელმწიფო და თავისუფლებისათვის გებრძოლათ. თავისუფლებისათვის ბრძოლას ,,ნეიტრალიტეტი” არჩიეთ და ყველა კეთილისმსურველი მოკავშირე მოიშორეთ, ლენინს მიენდეთ, ისევ აგრესიულ აღმავალ რუსულ იმპერიას ანდეთ ქვეყანა და თქვენი საუკეთესო შვილების სიცოცხლეც გასწირეთ.
ამ სამოცი წლის წინ არაფერი გააკეთეთ, რომ საბჭოთა პროპაგანდის მიერ ზომბირებული ახალგაზრდობა სტალინის- სატანას დდასაცავად ათიათასობით ქუჩაში არ გამოსულიყო და მათი სისხლით არ შეღებილიყო მტკვარი.
საბჭოთა კავშირი, რომელიც თითქოსდა ასე გძულდათ, დაინგრა და თქვენ ისევ მოგეცათ შანსი. 2000-იან წლებში აბსოლუტურად უმცირესობის ტიტანური ძალისხმევით შეიქმნა სახელმწიფო, თავისუფლებისათვის ბრძოლას დიდი პერსპექტივა ჰქონდა, მაგრამ თქვენ ისევ რუსმორჩილების გზას არჩიეთ, კეთილმოსურნეებს თავს უქნევთ, ამავ დროს ყველა კიდურით რუსისკენ მიჩოჩავთ.
ეს მაშინ, როდესაც რუსეთი უკვე არაა აღმავალი იმპერია, ის ლპება ეკონომიკურად და პოლიტიკურად. თუ თქვენს ხალხს უნდა მიალპეს რუსეთის იმპერიას, მას ამას ვერავინ დაუშლის, ყველა ხალხი თავის ისტორიას თვითონ წერს. შესაძლოა ამ ისტორიის წამკითხავნი სხვა ქვეყნების ისტორიკოსები გახდნრნ მხოლოდ, რომ მაგალითი აჩვენონ თავიანთ ხალხებს იმისა, თუ როგორ არ უნდა განაგოს ხალხმა თავისი ბედი…”
მე კი, ქართველს, გული მწყდება ბავშვებზე, იმათზე, ვინც კიდევ დაიბადება ქართველად აქ, თუ სადმე გადახვეწილში…

Valerian Esatia”