„ცეკვა თამაში“ – სუხიშვილების ახალი პროექტი

„ცეკვა თამაში“ - სუხიშვილების ახალი პროექტი„ბლექ სი არენაზე“ 15 ივლისს „სუხიშვილები“ ახალ პროექტს – „ცეკვა თამაში“ წარადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბლექ სი არენას“ ადმინისტრაცია ავრცელებს. ამის შესახებ 1tv წერს.

„ცეკვა თამაში“ ქართული ნაციონალური ბალეტის სრულიად განსხვავებული პროექტია, რომლის რამდენიმე ცეკვაც პირველად ანსამბლმა 13 იანვარს კლუბ „რესპუბლიკაში“ შეასრულა.

ელექტრონული მუსიკის თანხლებით შესრულებულ ნახევრად იმპროვიზებულ ქორეოგრაფიულ ნომრებს არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა მაყურებლის მხრიდან. ილიკო სუხიშვილმა „რესპუბლიკაში“ პროექტი „ცეკვა ქართულის“ სახელით წარადგინა.

სუხიშვილების შოუ „ბლექ სი არენაზე“ Check In Georgia-ს ფარგლებში გაიმართება.