ცხინვალი ტატუნაშვილის ცხედარს არ იძლევა – ქართულმა მხარემ ერგნეთის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა

ცხინვალი ტატუნაშვილის ცხედარს არ იძლევა - ქართულმა მხარემ ერგნეთის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვაერგნეთის შეხვედრა, სადაც ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხზე შეხვედრა მიმდინარეობდა ქართულმა მხარემ დატოვა.
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა, მურად ჯიოევმა შეხვედრა უკომენტაროდ დატოვა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით, ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლებთან მსგავსი ფორმატის შეხვედრები მხოლოდ მას შემდეგ გაგრძელდება, რაც გაეცემა ორ ძირითად კითხვას პასუხი: როდის გადასცემენ ოჯახს ტატუნაშვილის ცხედარს და როდის მოახერხებენ დაბრუნებას პავლიაშვილი და ქუთაშვილი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე:

ცხინვალი ტატუნაშვილის ცხედარს არ იძლევა - ქართულმა მხარემ ერგნეთის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა– ძალიან რთული სხდომა იყო, დღევანდელ შეხვედრაზე ორი ძრითადი შეკითხვა დაისვა, პირველი ეს იყო როდის მოახერხებს ოჯახი ცხედრის მიღებას? როდის შეძლებს საქართველოს ორი მოქალაქე ოკუპირებული ტერიტორიის დატოვებას, ფაქტობრივად ვერცერთ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ, ამიტომ გადავწყვიტეთ დროებით შევწყვიტოთ შეხვედრა, ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ყველა სხვა მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა მაშინ, როდესაც ტატუნაშვილის ცხედარი დაუბრუნდება ოჯახს და იმ ორ მოქალაქეს მიეცემა კონტროლირებად ტეროტორიაზე გადმოსვლის უფლება, ცხედარი იმყოფება ცხინვალში, მასალა არის გადაგზავნილი რუსეთის ერთ-ერთ საექსპერტო ბიუროში, კონკრეტულად არ დაასახელეს, თითქოს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, შესაბამისად, კონკრეტიკა არ ყოფილა, როდის მოხდება ცხედრის დაბრუნება, ისინი აცხადებენ, როდესაც რუსული საექსპერტო ბიუროსგან მიიღებენ დასკვნას, მაშინ დააბრუნებენ ცხედარს, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი შეფასება ჩვენთვის და, შესაბამისად, შეხვედრის დატოვება მოგვიწია.

ჩვენთვის მოცემულ მომენტში პრიორიტეტი არის ტატუნაშვილის პავლიაშვილის და ქუთაშვილის საქმე, ამ საქმეში ორი ძირითადი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს. ამ კითხვებზე პასუხი სანამ არ იქნება, ჩვენ სხვა საკითხებზე, არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხებზე, არ შეგვიძლია აქტიური დისკუსია. დღევანდელი შეხვედრა გაგრძელდება მაშინ, როდესაც გვექნება მკაფიო პასუხები, – განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.

ნიუპოსტი