ცოტნე გამსახურდია -“რუსეთუმე ბიდლო კვლავ ურთიერთობების დარეგულირებაზე ლაპარაკობს”

ცოტნე გამსახურდიამ ფეისბუქში დაწერა:

:კიდევ ორი ქართველი გაიტაცეს, ამჟამად საქართველოს არაოკუპირებული ტერიტორიიდან. ხელისუფლება ჩუმადაა, ჭამს და ხელი არ შეუშალოთ. რუსეთუმე ბიდლო კვლავ ურთიერთობების დარეგულირებაზე ლაპარაკობს და ფსკერი არ ჩანს…

ჭკვიან კაცს უთქვამს: ხალხი, რომელიც უარს ამბობს თავისუფლებაზე უსაფრთხოების გამო, დაკარგავს ერთსაც და მეორესაც!

მაგალითისთვის: როდესაც მტერი ერევა და ჩაგრავს, ფინელი ფიქრობს როგორ უკეთ, უფრო ჭკვიანურად,მოხერხებულად, შეუპოვრად გაუწიოს წინააღმდეგობა. ქართველი – ფიქრობს “ბაბაია” როგორ დაუძახოს, დაუყვავოს, მოეფეროს რომ უარესი არ უქნან; მაგრამ მაინც უშვრებიან…”