უნაი ემერი: ” ნეიმარს შეეძლო ოპერაციამდე რეალთან ეთამაშა”

უნაი ემერი: ” ნეიმარს შეეძლო ოპერაციამდე რეალთან ეთამაშა”პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ ნეიმარი გააკრიტიკა და თქვა რომ ბრაზილიელ ფეხბურთელს შეეძლო რეალთან ეთამაშა და შემდეგ გაეკეთებინა ოპერაცია. ემერის აზრით ნეიმარისთვის ოპერაცია აუცილებელი არ იყო:

”ისეთი ტრავმით როგორც ნეიმარს აქვს შესაძლებელია რამდენიმე მატჩის გამართვა, მაგრამ მან ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა და ეს მისი უფლებაა. ნეიმარი ჩვენთვის უდიდესი დანაკლისია, მაგრამ ჩვენ მაინც ბოლომდე ვიბრძოლებთ”–განაცხადა უნაი ემერიმ.

ნეიმარი ოპერაციას ბრაზილიაში გაიკეთებს და მოედანზე ის სავარაუდოდ აპრილის ბოლოს დაბრუნდება.