უნაი ემერი: ”რეალი შემდეგ ეტაპზე დამსახურებულად გავიდა”

უნაი ემერი: ”რეალი შემდეგ ეტაპზე დამსახურებულად გავიდა”პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ რეალთან მარცხის შემდეგ განაცხადა რომ შედეგი სამართლიანი იყო და რეალმა მეოთხედფინალში გასვლა დაიმსახურა.

ემერის აზრით პსჟ-ს შეუძლია ჩემპიონთა ლიგის მოგება და მომავალ წელს შესაძლოა პარიზელების ოცნება რეალობად იქცეს:

”რეალმა აშკარად გვაჯობა და მათ უნდა მივულოცოთ. დღევანდელ შეხვედრაზე საუბარს აზრი არა აქვს, რადგან შედეგი ყველამ იხილა. მუშაობა უნდა გავაგრძელოთ იმისთვის რომ მომავალ სეზონში მსგავსი შეცდომები აღარ გავიმეოროთ”–განაცხადა უნაი ემერიმ.