“ვიწვით, ყველანი მიყვარხართ, ეს ალბათ დასასრულია“ – ცეცხლთან მებრძოლი ბავშვის პოსტები სოციალურ ქსელში

რუსეთის ქალაქ კემეროვოში საავჭრო-გასართობი ცენტრში გაჩენილი ხანძრის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. უცნობია ისიც, რატომ ჩაიკეტა ხალხი კინოდარბაზში და რატომ ვერ მოხერხდა მათი გადარჩენა.

„ჩვენ ვიწვით. მე თქვენ მიყვარხართ. ყველანი. ეს ალბათ დასასრულია“ – ეს 13 წლის მაშას უკანასკნელი სიტყვებია, რომელიც ხანძრის დროს სოციალურ ქსელში დაწერა. მაშა, კინოთეატრში დედასთან და მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.

როდესაც შენობაში ხანძარი გაჩნდა, სოციალურ ქსელში შველას ითხოვდა. ამ სიტყვების შემდეგ მაშასგან არავის არაფერი სმენია.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ გოგონა გადარჩა და საავადმყოფოში ებრძოდა სიკვდილს. 13 წლის მაშა და მისი დედა პოლინა დაკარგულთა სიაში იყვნენ. მოგვიანებით კი მისი გარდაცვალება დადასტურდა.

ნიუპოსტი