დააკავეს 66 წლის პედაგოგი ა.კ., რომელსაც 15 წლის გოგონა გარყვნილ ქმედებას აბრალებს

დააკავეს 66 წლის პედაგოგი ა.კ., რომელსაც 15 წლის გოგონა გარყვნილ ქმედებას აბრალებს66 წლის პედაგოგი, რომელსაც 15 წლის მოზარდი გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებს, სამართალდამცავებმა დააკავეს. როგორც ,,ნიუპოსტს“ შს სამინისტროდან აცნობეს, მამაკაცი სსკ-ის 141 ნუხლის პირველი ნაწილითაა დაკავეული და მას 5-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით, 1952 წელს დაბადებული ა.კ. სენაკში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 23 მარტს, ჩხოროწყუს ქალთა საფეხბურთო გუნდის მწვრთნელმა ა.კ.-მ, თავის კუთვნილ ავტოფარეხში და საცხოვრებელ ბინაში, მასთან დროებით მცხოვრები, 2002 წელს დაბადებულ ვ.კ.-ს მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება სრულწლოვნის მიერ წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, ძალადობის გარეშე ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით“ – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

15 წლის გოგონა პედაგოგს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ვიდეო 15 წლის გოგომ მასზე სექსუალური ძალადობის დროს პედაგოგის სახლში გადაიღო.

,,კურიერში“ გასული ანონსის შემდეგ, მოზარდი გამოკითხვაზე დაიბარეს. მოზარდი 3 საათის განმავლობაში ყვებოდა მასზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის დეტალებს. საქმეში ჩართულია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. მოზარდი შემთხვევის დეტალებს საიას წარმომადგენლის თანდასწრებით ჰყვებოდა.