ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ტყიბულში ჩავიდა, სადაც გამთენიისას მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქუმსიშვილის გამოჩენას ხმაური მოჰყვა.ერთ-ერთი გარდაცვლილის, 28 წლის გიორგი ბოჭორიშვილის და, ეკონომიკის მინისტრს სიტყვიერად დაუპირისპირდა.
“რატომ ხოცავთ ხალხს,”- მიმართეს ქუმსიშვილს.
ტყიბულში, მინდელის სახელობის სახტში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი მამაკაცი მკურნალობის კურსს ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადის. დაწესებულების დირექტორის ირაკლი გოგინავას თქმით, ერთის მდგომარეობა მძიმეა.
ნიუპოსტი