“34 წლის მამაკაცს არ ჰქონდა პულსი და უგონო მდგომარეობაში იყო…” – სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ გადარჩენილი კიდევ ერთი ადამიანი

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კიდევ ერთი ადამიანი გადაარჩინა. ადგილზე მისულ ექიმებს, 34 წლის მამაკაცი უგონო მდგომარეობაში დახვდათ.

“2018 წლის 1 აპრილს, სასწრაფო სამედიცინო ცენტრის 0311 ბრიგადა – უფროსი ექიმი ლია რევიშვილი, უმცროსი ექიმი გვანცა მაისურაძე, მძღოლი ვაჟა იმერლიშვილი, სერიოზული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა.

თბილისის ერთ-ერთ უბანში მისულ ექიმებს 34 წლის მამაკაცი უგონო მდგომარეობაში დახვდათ. პაციენტს არ ჰქონდა პულსი, მონიტორზე აღინიშნებოდა გულის გაჩერება.

ჩვენმა ექიმებმა პაციენტს ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება. ახალგაზრდა მამაკაცს ჩაუტარდა გულ-ფილტვის წარმატებული რეანიმაცია, რომლის შედეგად მას აღუდგა პულსი, არტერიული წნევა და გახდა კონტაქტური.

პაციენტი დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში ჰოსპიტალიზირებულ იქნა ელისაბედ ბლექველის ჰოსპიტალში.

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი მამაკაცს გამოჯანმრთელებას უსურვებს” – აღნიშნულია თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიუპოსტი