ანტონიო კონტე ჩელსიდან წასვლაზე ალაპარაკდა

ანტონიო კონტე ჩელსიდან წასვლაზე ალაპარაკდაჩელსიმ საკუთარ მოედანზე ტოტენჰემთამ 1:3 წააგო და ამ წაგების შემდეგ უკვე ღიად დაიწყო საუბრები კონტეს შესაძლო წასვლაზე ჩელსიდან. თვითონ კონტემაც აღნიშნა რომ მისთვის ბოლომდე ცნობილი არ არის დარჩება ის ჩელსიში, თუ კარიერას სხვა გუნდში გააგრძელებს:

”მწვრთნელმა ზუსტად არასოდეს იცის თუ როგორ განვითარდება მოვლენები. თითოეული მატჩის შემდეგ ბევრი რამ იცვლება, ამიტომ მომავალში რა იქნება, ამაზე საუბარი არ შემიძლია”–განაცხადა ანტონიო კონტემ.

ჩელსის წელს წარუმატებელი სეზონი აქვს და სავარაუდოდ კონტეს გუნდი მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩება, რამ ამ კლუბისთვის ძალიან ცუდი შედეგია.