ბათუმში იასონ გორდეზიანის ძეგლის გახსნის ცერემონიალი გაიმართა

ბათუმში იასონ გორდეზიანის ძეგლის გახსნის ცერემონიალი გაიმართაბათუმის ბულვარში ცნობილი მებაღის და დეკორატორის იასონ გორდეზიანის ძეგლის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა. ცერემონიალს ბევრი ცნობილი ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის აჭარის მთავრობის თავჯდომარე ზურაბ პატარაძე.

ქანდაკების ავტორი მოქანდაკე ირაკლი წულაძეა, რომელიც გასხნის ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა და ყველა იმ ადამიანს მადლობა გადაუხადა, ვინც ამ პროექტის განხორციელებაში მონაწილეობა მიიღო.

ირაკლი წულაძე საქართელოში ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი მოქანდაკეა, რომელსაც ბევრი სხვა პროექტიც აქვს განხორციელებული.

ბათუმში იასონ გორდეზიანის ძეგლის გახსნის ცერემონიალი გაიმართაიასონ გორდეზიანი 1916  წელს დაინიშნა ბათუმის გამწვანების ტრესტის დირექტორად. სწორედ მის სახელთანაა დაკავშირებული ბულვარის განახლება-განაშენიანების მცენარეული საფარის, ახალი სათბურების, სანერგეებისა და ორანჟერეების შექმნა-მშნებელობა.