ბრიტანულმა დაზვერვამ „ნოვიჩოკის“ წარმოების ადგილს მიაკვლია

ბრიტანულმა დაზვერვამ „ნოვიჩოკის“ წარმოების ადგილს მიაკვლიადიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა “საიდუმლო რუსული ლაბორატორიის” კვალს მიაგნეს, სადაც ნერვულ-პარალიტიკური საწამლავი “ნოვიჩოკი” სოლსბერიში იულია და სერგეი სკრიპალების მოწამვლისთვის დაამზადეს. ამის შესახებ გამოცემა The Times-ი დაზვერვის წყაროზე დაყრდნობით წერს.

გაზეთი არ ჰყვება, ზუსტად სად მდებარეობს ლაბორატორია. ამასთან ირწმუნება, რომ დიდმა ბრიტანეთმა იცოდა ქიმიური ლაბორატორიის არსებობის შესახებ, მანამ, სანამ სკრიპალს დაესხემებოდნენ თავს.

ამავდროულად გამოცემა The Daily Mail-ი ბრიტანულ დაზვერვაზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ რუსეთში მანამდეც ჩატარებულა “ნოვიჩოკის” სატესტო გამოცდები. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, სკრიპალები სახლის კარის საკეტზე წასმული “ნოვიჩოკით” მოიწამლნენ.

ბრიტანული სამხედრო ლაბორტორიის პორტონ-დაუნის ექსპერტებმა არ დაადგინეს, თუ კონკრეტულად სად დამზადდა ნივთიერება, რომლითაც სოლსბერიში ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია მოწამლეს.

„ჩვენ შევძელით საწამლავის როგორც „ნოვიჩოკის“ იდენტიფიცირება, რომ ის სამხედრო დანიშნულების ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებაა. ჩვენ არ დავადგინეთ ზუსტი წყარო, მაგრამ სამეცნიერო მონაცემები მივაწოდეთ მთავრობას, რომელიც საკუთარ დასკვნამდე მივიდა მთელი რიგი სხვა წყაროების გამოყენებით“, – განაცხადეს ექსპერტებმა.

სერგეი სკრიპალი, ყოფილი რუსი ჯაშუშია, რომელიც ბრიტანულ დაზვერვაზე მუშაობდა. ის რუსეთში სახელმწიფო ღალატისთვის გაასამართლეს და 2010 წელს დიდ ბრიტანეთს გადასცეს. 2018 წლის 4 მარტს სკრიპალი მოწამლეს შვილთან ერთად, რომელიც წინა დღეს ბრიტანეთში რუსეთიდან ჩავიდა. სერგეი სკრიპალი კომაშია. იულია სკრიპალი, რომელიც ასევე კრიტიკულ მდგომარეობაში და რამდენიმე დღეს უგონოდ იყო, მარტის ბოლოს უკეთ გახდა.

იმედინიუსი