ფეისბუქ გვერდზე „ჩვენ ამერიკაში“ ეკუნა ყაველაშვილი ნუგზარ სულაშვილის ისტორიას აქვეყნებს, რომელიც 90-იანი წლების თბილისში ხდება.
– სამსახურიდან გამანთავისუფლეს (ნუ გიხარიათ 90-ინა წლების ამბავს ვყვები) ჰოდა ჩემს ბედზე ამერიკის საელჩომ USAID-ის სახელმწიფო განვითარების პროექტებზე გამოაცხადა კონკურსი რეგიონალური დირექტორის თანამდებობაზე…
ვიფიქრე: ამათთან მაინც არ მოდის ჩაწყობა და მოდი კონკურსში მივიღებ მონაწილეობას, იქნებ გამიმართლოს-მეთქი…
ორი კვირის შემდეგ ტელეფონზე დამირეკეს და შემატყობინეს, რომ კონკურსში გავიმარჯვე და სასწარაფოდ უნდა გამოვცხდებულიყავი ოფისში.
წამოვხტი გახარებული, ვეცი ტანსამოსს და ვხედავ ფეხსაცმელზე ძირია ამძვრალი.
– წებოოო!!! – ვიღრიალე სასოწარკვეთილმა. რამდენიმე წუთში ჯულის “ბუტკიდან” წებოც მომირბენინეს. (ნისიად)
ვაქივლე შეგნიდან გარედან წებო ფეხსაცმელში და ჩემს ნატანჯ 06-ს მოვაფრინდი.
კოლმეურნეობის მოედანზე იმდენხანს ვეწვალე საცობიდან თავის დაღწევას, რომ მარხცენა ფეხი “ცეპლენიაზე” მიმეწება და გადმოსვლის დროს ფეხსაცმლის ძირი ზედ შერჩა…
– ძმურად შეგიძლია ფეხსაცმელი მათხოვო 15 წუთით? შენ მანქანაში დამელოდე და თუ გადაგადო არაკაცი ვიყო, ახლავე დავბრუნდები-მეთქი…ვთხოვე შემთხვევით გამვლელ ახალგზრდა მამაკაცს. ტიპმა ცერა თითი მიიტანა საფერთქელთან, უნდოდა ხელის კომბინაციით ეჩვენებინა ხომ არ უფშვტენო, მაგრამ ჩემს გაჭირვებულ სიფათს, რომ შეხედა დამთანხმდა.
მართალია 2 ზომით დიდი აღმოჩნდა, მაგრამ რას დავეძებდი. ისეთი ფაცხა-ფუცხით გავიარე კორიდორი, დაცვის თანაშრომელმა ორჯერ დამაწია გამძვრალი ფეხსაცმელი.
შეხვედრამ ბრწყინავალედ ჩაიარა…
***
– მადლობა ძმა! დამნიშნეს! – ვეუბნები ჩემს მოლოდონში შეწუხებულ უცნობს და ფეხსაცმელს ვაწვდი.
– სად დაგნიშნეს?
– პროექტების რეგიოანალურ დირექტორად…
– შაყირობ?
– არა შენს თავს ვფიცავარ!
– ჩემს თავს? დამცინი?
– რატომ დაგცინი? ძმა ხარ ჩემი…
– იურისტი არ გჭირდება?
ჩემი გადამრჩენი, დავით ანდღულაძეც უმუშევარად დარჩენილი იურისტი აღმოჩნდა, რომელმაც თითქმის 3 წელი იმუშავა ჩემს პროექტზე თანაშემწედ და დღეს უკვე დანიაში ერთერთი უნივერისტეტის პროფესორია.
გაიხარე დავით… დღეს ახალმა ფეხსაცმელმა ცოტა მომიჭირა და ძველი ფეხსაცმელის ისტორია გამახსენდა.

