ერეკლე კოდუა – “ძალიან ამაყი ვარ, რომ 2007 წელს ქვეყანა ხელში არ ჩავუგდე მკვლელ რუს ოლიგარქს”

ერეკლე კოდუა - "ძალიან ამაყი ვარ, რომ 2007 წელს ქვეყანა ხელში არ ჩავუგდე მკვლელ რუს ოლიგარქს"საქართველოს პროკურატურის მიერ პასუხისგებაში მიცემას ერეკლე კოდუა ფეისბუქში 1 საათის წინ ასე გამოეხმაურა:

“მეგობრებო, დღეს კიდევ ერთხელ გავხდი პოლიტიკური დევნის ობიექტი რუსი ოლიგარქის მსახური პროკურატურის მხრიდან. დღევანდელი მორიგი აბსურდული ფალსიფიცირებული საქმე ჩემთვის მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა. გასაკვირი მხოლოდ ისაა, რატომ დასჭირდა მათი ფანტაზიის დამწიფებას 6 წელი. მე ძალიან ვამაყობ, რომ შესაძლებლობა მომეცა მემსახურა ჩემს ქვეყანას და ჩემი წვლილი შემეტანა კრიმინალთან ბრძოლაში და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნვეყოფაში. მე ძალიან ამაყი ვარ, რომ 2007 წელს ჩემი წვლილი შევიტანე იმაში, რომ ქვეყანა ხელში არ ჩავარდნოდა ერთ რუს ოლიგარქს, რომელიც მკვლელობასაც არ ერიდებოდა საკუთარი მიზნების შესასრულებლად. დღეს მეორე რუსი ოლიგარქმა გადაწყვიტა შური იძიოს ჩემზე სწორედ ამის გამო. რაც არ უნდა გააყალბოთ მტკიცებულებები, რაც არ დააშინოთ ადამიანები, რაც არ უნდა გამოკეტოთ ციხეებში პატრიოტები, ვერ შეცვლის ჩვენს სურვილს ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს. პირობას გაძლევთ, ძალიან მალე და ქვეყანას მოსცილდება მოღალატე ხელისუფლება და ხალხის ხარჯზე გამდიდრებული რუსი ოლიგარქი და ქართველი ხალხი დაიბრუნებს ხელისუფლებას და მომავლის რწმენას.”