ინგა გრიგოლია – “მიხედეთ ამ ხალხს, უკიდურესი სიღარიბის გამო სიცოცხლით რომ რისკავენ ამ დედააფეთქებულ მაღაროებში!”

ტყიბულში დატრიალებულ ტრაგედიას ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში ემოციური სტატუსით ეხმაურება.

„მიხედეთ ამ დედააფეთქებულ მაღაროებს. მიხედეთ ამ ხალხს, უკიდურესი სიღარიბის გამო სიცოცხლით რომ რისკავენ და იქ მუშაობენ. სანამ ადამიანები დაიხოცებიან, მანამდე რომ ჩაბრძანდეთ ხოლმე და თქვენი თვალით ნახოთ, რა ჯოჯოხეთი ტრიალებს იქ, არა? გასკდა გული,“ – წერს ინგა გრიგოლია „ფეისბუკში“