იულია სკრიპალმა პირველი განცხადება გააკეთა – ”განსაკუთრებული მადლობა სოლსბერის მცხოვრებლებს”

იულია სკრიპალმა პირველი განცხადება გააკეთა - ”განსაკუთრებული მადლობა სოლსბერის მცხოვრებლებს”სულ ცოტა ხნის წინ ლონდონის პოლიციამ გაავრცელა იულია სკრიპალის პირველი განცხადება, რომელიც მან გონზე მოსვლის შემდეგ გააკეთა.

– მე მადლობელი ვარ ჩემდამი გამოჩენილი ინტერესისა და გამოჯანმრთელების სურვილი გამო, რომლებსაც ვიღებ, – ნათქვამია განცხადებაში.

იულის სკრიპალი განსაკუთრებულ მადლობას უხდის სოლსბერის მცხოვრებლებს.

– ჩემი გამოჯანმრთელებისთვის ბევრ ადამიან ვუხდი მადლობას, განსაკუთრებით, სოლსბერის მცხოვრებლებს, რომლებიც დაგვეხმარნენ, როდესაც მე და მამაჩემი უგონო მდგომასრეობაში აღმოვჩნდით. ასევე დიდი მადლობა სოლსბერის სააავდმყოფოს პერსონალს, – ნათქვამია იულია სკრიპალის განცხადებაში.

მამის მდგომარეობის შესახებ იულია სკრიპალს არაფერი უთქვამს.