ნუგზარ სულაშვილი ნაცემ ნიგერიელებს მიმართავს – “მამაცხონებულებო, თქვენ კი არა, ორი პრეზიდენტი და მილიონ “ს ჩემ ტა” თანამემამულე დავაპანღურეთ”

ნუგზარ (სულა) სულაშვილი, საფრანგეთი-საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი ორი დღის წინ თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტზე, სადაც ადგილობრივმა ახალგაზრდებმა ნიგერიელი სტუდენტები სცემეს.
“ჩემო ნიგერიელო მეგობრებო

ნუ იფიქრებთ იმას, რომ თქვენ განსხვავებული კანის ფერის, ან წარმომავლობის გამო გაილახეთ…
ეს საქართველოა.

ქართველებს თითქმის ერთი ფერი და წარმომავლობა გვაქვს, მაგრამ ყოველ დღე ვუტ&&&ვთ ერთმანეთს კეთილებს. ვაგინებთ, ვცემთ, ვჩეხავთ და ვკლავთ…
იმდენი ძმათა სისხლისმღვრელი ომი გამოვიარეთ, დღეს თქვენი გამლახავი ქართველი რომ დარჩა ქვეყანაში, ის უნდა გიკვირდეთ…
კაი ახლა, ნუ შეყარეთ ქვეყანა პატარა პანღურზე. მამაცხონებულებო, თქვენ კი არა, ორი პრეზიდენტი და მილიონ ს ჩემ ტა თანამემამულე დავაპანღურეთ.
აპაა, ვინ გგონივართ თქვენ”?!