მე გამახარებდა გიგი უგულავას გამარჯვება, მაგრამ ამის 1% შანსიც კი არ არსებობდა – სააკაშვილი ხონი-ვანის არჩევნებზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხონისა და ვანის შუალედრ არჩევნებს ეხმაურება.

“მე გამახარებდა გიგი უგულავას ვანი-ხონის არჩევნებში გამარჯვება, მაგრამ ამის 1% შანსიც კი არ არსებობდა. არ შეიძლება შულერების მაგიდას მიუჯდე კარტის სათამაშოდ. ჩვენ მთავარ შულერს ეს მაგიდა უნდა ავუყირავოთ!

სწორი ის იქნება, გიგიც და მისი თანაპარტიელებიც თუ შემოგვიერთდებიან შულერების ხელისუფლებიდან განდევნაში,” – წერს სააკაშვილი