მოჰამედ სალაჰი სიტის წინააღმდეგ ითამაშებს

მოჰამედ სალაჰი სიტის წინააღმდეგ ითამაშებსლივერპულის ეგვიპტელი ფორვარდი მოჰამედ სალაჰი სამშაბათს შეძლებს მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ თამაშს. სალაჰმა სიტისთან პირველ შეხვედრაში მცირე ტრავმა მიიღო, რის გამოც ის მეორე ტაიმში შეცვალეს.

ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა, ამიტომ სალაჰი უკვე მზად არის მოედანზე გამოსასვლელად, მაგრამ ევერტონის წინააღმდეგ ის სავარაუდოდ არ ითამაშებს. ევერტონთან მატჩი შაბათს გაიმართება.

რაც შეეხება მანჩესტერ სიტის, ლივერპულმა ხოსეპ გვარდიოლას შეგირდები 3:0 დაამარცხა და განმეორებითი მატჩის წინ ლივერპული ამ წყვილის აშკარა ფავორიტია.