გერმანულმა სასამართლომ კარლეს პუჩდემონი 75 000 ევროს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
სასამართლომ არასაკმარისად ჩათვალა მადრიდის მტკიცებულებები პუჩდემონის ამბოხისკენ მოწოდების ბრალდებასთან დაკავშირებით, თუმცა, არ გამორიცხა, რომ მისი ექსტრადირება სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის გამო მაინც მოხდეს.
საბოლოო გადაწყვეტილებას თავისუფლებაზე მყოფი კატალონიის სეპარატისტთა ლიდერი გერმანიაში დაელოდება.

