ქართული ხაჭაპური ნიუ-იორკს იპყრობს

ქართული ხაჭაპური ნიუ-იორკს იპყრობსამერიკულმა გამოცემა Ny.eater-მა ვრცელი სტატია მიუძღვნა ქართული სამზარეულოს ერთერთ გამოჩენილ კერძს – ხაჭაპურს, რომელიც უფრო და უფრო მეტ პოპულარობას იძენს ნიუ-იორკის რესტორნებში.

“ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ხაჭაპური ნიუ-იორკის კლასიკა გახდა”, – წერს ამერიკული გამოცემა.

სტატიაში “ხაჭაპური ნიუ-იორკის ძირითად კერძების რიცხვში გადავიდა”, აღნიშნულია, რომ ქართული ნაციონალური საჭმელი მხოლოდ ქართული ყველით უნდა დამზადდეს, ხოლო მისი რეცეპტი ასწლეულებს ითვლის.

სტატიის ავტორი სტეფანია ტიუდერი წერს, რომ ხაჭაპურს უკვე არამარტო ქართულ რესტორნებში, არამედ ყველა სახისა და მიმართულების კვების ობიექტებში შეხვდებით. არსებობს სპეციალური რესტორანი, სადაც მხოლოდ ხაჭაპურებს ამზადებენ.

სტატიის თანახმად, განსაკუთრებული პოპულარობით აჭარული ხაჭაპური სარგებლობს, რომელიც “თავისი ფორმით წააგავს ნავს, რომელსაც კვერცხის გული ამშვენებს”.

აქვე მოყვანილია წიგნის “ქართული დღესასწაულის” ავტორის დარა გლდშტეინის სიტყვები, რომ მართალია პირველი ხაჭაპურის დამზადების ზუსტი თარიღის დადგენა ძნელია, მაგრამ სავარაუდოდ ის მე-12 საუკუნეს განეკუთვნება, “როდესაც საქართველომ რენესანსის ეპოქა გაიარა”.

ნიუპოსტი