რეალი ზაფხულში სალაჰის ყიდვას შეეცდება

 

რეალი ზაფხულში სალაჰის ყიდვას შეეცდებამადრიდის რეალი ზაფხულში რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელებას აპირებს და მადრიდელების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ლივერპულის ეგვიპტელი ფორვარდი მოჰამედ სალაჰი იქნება, რომელიც წელს შესანიშნავ სეზონს ატარებს და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელია.

სალაჰის ყიდვა სხვა გრანდებსაც სურთ, მაგრამ ლივერპული თავისი ლიდერის გაშვებას არ აპირებს და სალაჰი სავარაუდოდ კიდევ რამდენიმე წელიწადი დარჩება ლივერპულში. ლივერპულში გადასვლამდე სალაჰი იტალიური რომას ღირსებას იცავდა.