რუსეთის შეიარაღებული ძალების 49-ე შენაერთმა ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო წვრთნა დაიწყო.
მანევრები 15 აპრილამდე გასტანს. ცნობას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ თავდაცვის სამინისტრო საკუთარ ვებ გვერდზე ავრცელებს.
“ეს წვრთნა არის ერთობლივი მზადების ერთ-ერთი ეტაპი, რომლის დროსაც პრაქტიკულად განხორციელდება სტრატეგიული პარტნიორობის შეთახმების ცალკეული შემადგენელი საკითხები,”- ნათქვამია განცხადებაში.
წვრთნაში დეფაქტო ძალოვანი სტრუქტურები და სამხედროებიც მონაწილეობენ.
იმედინიუსი

