ამსტერდამში საქართველოს მესამე პრეზიდენტთან ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის ახალი დეტალები ხდება ,,ნიუპოსტისთვის“ ცნობილი. შეიქმნა რამდენიმე მნიშვნელოვიან პრინციპზე დაფუძნებული ,,ღია პლატფორმა“, რომელიც ოპოზიციური ძალების კონსოლიდაციის საფუძველი გახდება.
„ღია პლატფორმა“ ეფუძნება რამდენიმე მნიშვნელოვან პრინციპს:
ოლიგარქიული მმართველობის დასრულება; პრაიმიერიზის გზით, რეიტინგული საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევა და პოლიტიკური და საზოგადოებრივი ინტერესჯგუფების შემოერთება.
როგორც ,,ნიუპოსტს“ ადგილზე მყოფმა ლიდერებმა განუცხადეს, გრძელვადიან პერსპექტივაში მათი მიზანია შეიქმნას დიდი ოპოზიციური კოალიაცია, რომელიც ორიენტირებული იქნება ხელისუფლებაში მოსვლაზე.

