ჭიათურის მაღაროში 1 მუშა დაშავდა

ჭიათურის მაღაროში 1 მუშა დაშავდაჭიათურის მაღაროში რამდენიმე წუთის წინ ინციდენტი მოხდა.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, დაშავებულია ერთი მუშა.

მას ხელი აქვს დაზიანებული. ამ დროისთვის მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ზუსტდება. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

დღესვე, დილის 4 საათზე ტყიბულში მინდელის შახტში უბედური შემთხვევა მოხდა. დაიღუპა 6 და დაშავდა 3 ადამიანი. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

2018 წლის გასულ სამ თვეში საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად, (სხვადასხვა სფეროებში), ქვეყნის მასშტაბით, სამუშაო ადგილზე დაიღუპა 18 ადამიანი და მძიმედ დაშავდა 12.

ამის შესახებ imedinews-ს პროფესიული კავშირების გაერთიანებაში უთხრეს.