ცხარე წითელი წიწაკა კუჭისთვის სასარგებლოა და გახდომაშიც დაგეხმარებათ

ცხარე წითელი წიწაკა კუჭისთვის სასარგებლოა და გახდომაშიც დაგეხმარებათწითელი წიწაკა მსოფლიოს ქვეყნების სამზარეულოებს არაჩვეულებრვად მოერგო და მისი პოპულარობა დღითიდღე იზრდება. ჯერ კიდევ 1876 წელს ამერიკელმა და მექსიკელმა მეცნიერებმა წიწაკაში ალკალოიდი კაპსაცინი გამოყვეს, თანამედროვე მეცნიერებმა კი წიწაკაში ამ ნივთიერების ახალი თვისებები აღმოაჩინეს. ადრე აღიარებული აზრი, რომ სიცხარე კუჭისთვის მავნებელია, არ დამტკიცდა, პირიქით, კაპსაცინი ტკივილგამაყუჩებელი გამოდგა.
ეს კი არადა, ცხარე წითელი წიწაკა გახდომაშიც ძალიან გვეხმარება. ცხარე კერძი ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს, ამიტომაც კალორიებიც მალე იწვის. ცხარე კერძები აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ადუნებს კუნთებს და ხსნის სისხლძარღვების სპაზმებს, ტვინს აწვდის სიგნალს, რომლის შედეგადაც ორგანიზმში მორფინი გამომუშავდება, რაც გუნება-განწყობას აუმჯობესებს.

თუმცა, გარდა დადებითისა, წიწაკას უარყოფითი თვისებებიც აქვს: მაგალითად, ამერიკის დაპყრობისას კონკისტადორები ინდიელების უცნაურ იარაღს წააწყდნენ – კაშკაშა კვამლს, რომელიც თვალებს წვავდა და ფილტვებს აზიანებდა. ეს უცნაური „მასობრივი განადგურების იარაღი“ ცხარე წიწაკა ჩილი აღმოჩნდა.

ინფორმაციისთვის: სუფრამდე მისაღწევად ამ ბოსტნეულმა საკმაოდ რთული გზა განვლო. მე-18 საუკუნემდე წითელი წიწაკა მხოლოდ ეგზოტიკურ ბაღებში თუ მოიპოვებოდა. პირველად ის ფრანგმა სეფექალებმა იგემეს. ესპანეთში კი წიწაკა ქრისტეფორე კოლუმბმა შეიტანა 1793 წელს. მსოფლიოს მზარეულებს განსაკუთრებით წიწაკის ტკბილი ჯიში მოეწონათ. სხვათა შორის, საკმარისია 100 გრამი ტკბილი წიწაკა მიიღოთ და ვიტამინ C-ს მთელი დღის ნორმას 3-ჯერ გადააჭარბებთ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ წითელ და ყვითელ წიწაკაში ვიტამინი C 4-ჯერ მეტია, ვიდრე მწვანეში, ყვითელი წიწაკა კი რკინით არის მდიდარი. დიეტოლოგები წიწაკას კალიუმის მაღალი შემცველობისთვის ძალიან აფასებენ.

არ დაგავიწყდეთ, რომ  ვიტამინებისა და მიკროელემენტების სრულად შენარჩუნებისთვის ეს ბოსტნეული ჯობია უმი მიირთვათ.

სხვათა შორის, კალიფორნიაში ეს პიკანტური ბოსტნეული განსაკუთრებულ „პატივშია“ – ყოველწლიურად „წიწაკის ფესტივალი“ ტარდება.