1989 წლის 9 აპრილს, რუთაველის გამზირზე დამოკიდებლობისთვის ბრძოლას, 21 ადამიანის სიცოცხლე შეეჭირა, იყო ათეულობით დაშავებული და მხუთავი აირით მოწამლული. მათ შორის ერთ-ერთი საფრანგეთისა და საქართველოს ურთიერთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, სულა სულაშვილიც, რომელიც მომხდარ ტრაგედიას ფეისბუკით ეხმაურება:
“9 აპრილი. რესპ.საავადმყოფო.
სხეულ დალეწილი ზუსტად 40 დღე მიმაჯაჭვეს ლოგინზე ჯალათებმა, და როგორ შეგარჩენთ დღეს რუსეთუმეობას მონებო?!
რუსობას მხოლოდ რუსებს ვპატიობ. თქვენ, მათზე გაცილებით დიდი მტერი ხართ ჩემი ქვეყნის!!!
მახსოვს, როდესაც ნათიას და ეკას გარდაცვალების შესახებ გავიგე, საშინელი პროტესტის გრძნობა გამიჩნდა საკუთარ თავთან, მრცხვენოდა რომ ცოცხალი გადავრჩი და იმ ქუჩებში უნდა მევლო სადაც მათი სისხლი დაიღვარა…
ასე ხდებოდა სამაჩაბლოში და აფხაზეთში… ვკვდებოდი იმდენჯერ რამდეჯერაც თანამებრძოლს მიკლავდნენ გვერდით…
სანამ პირში სული მიდგას, ვერ ვაპატიებ რუსეთს ამდენჯერ სიკვდილს”!!!-წერს ნუგზარ სულაშვილი.
1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან, 29 წელი გავიდა.
1989 წლის 9 აპრილი დიდ ტრაგედიისა და ამასთან ერთად დიდი გამარჯვების დღეა. ამ დღეს საზოგადოებრივი ერთიანობის შეგრძნება ყველაზე მეტად იგრძნობოდა, როდესაც ათასობით ადამიანი საქართველოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას მოითხოვდა, თუმცა საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებით, თავისუფლების მოთხოვნით შეკრებილი ადამიანები სასტიკად დაარბიეს და დილის 4 საათზე, კრემლის მითითებით რუსთაველის გამზირზე- საბჭოთა არმიის მძიმე ტექნიკა, შემდეგ კი ძერჟინსკის დივიზიის, დესანტისა და შინაგანი ჯარის სპეცრაზმელები გამოჩნდნენ, რასაც უდანაშაულო და თავისუფლებისთვის მებრძოლი 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 4 ათასზე მეტი დემონსტრანტი კი სხვადასხვა სახის ტრამვით საავადმყოფოში მოათავსეს. საბჭოთა ჯარისკაცები მშვიდობიან მომიტინგეებს ორლესული ნიჩბებითა და მხუთავი აირით უსწორდებოდნენ. კრემლის მითითებით მიტინგის დარბევა მოხდა ამავე ღამეს ტელევიზიასთან, სადაც ეროვნული მოძრაობის ლიდერთა ერთ ნაწილთან ერთად ასევე მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ შეკრებილი. 9 აპრილის ღამეს დარბევის წინა წითებში ეროვნული მოძრაობის ლიდერებთან ერთად მომიტინგეებთან იმყოფებოდა სრულიად საქართველოს კათოკოლის-პატრიარქი ილია მეორე, რომელმაც აქციის მონაწილეებს მიმართა, რომ საშიშორება იყო რეალური და სთხოვა ქაშუეთის ეკლესიაში გადასულიყვნენ და ელოცათ.
21 გმირი, საბჭოთა რეჟიმის, დაუნდობელ და სასტიკ დარბევას შეეწირენ. ეს ადამიანები თავისუფლებასა და სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის იბრძიდნენ.

