დიდუბეში სპეცოპერაციის შედეგად ბიზნესმენი დავით ბერბერაშვილი დააკავეს

დიდუბეში სპეცოპერაციის შედეგად ბიზნესმენი დავით ბერბერაშვილი დააკავესდღეს დიდუბეში, აგლაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცავებმა 40 წლის ბიზნესმენი დავით ბერბერაშვილი და მისი მეგობარი გიორგი ჭიჭინაძე დააკავეს.

პოლიცია დაკავებულებს თანხის გამოძალვას ედავება.

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ბიზნესმენის კუთვნილი სასტუმრო გაჩხრიკეს, საიდანაც იარაღი და ნარკოტიკი ამოიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებზე არ საუბრობს.