თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხელყუმბარა იპოვეს

თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხელყუმბარა იპოვესთბილისში, ქსნის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში დღეს დილით მაცხოვრებლებმა ხელყუმბარა აღმოაჩინეს, რის შემდეგაც დაუყოვნებლივ აცნობეს სამართალდამცველებს.
ფაქტის შესახებ სოციალურ ქსელში ნათია კუპრაშვილი წერს:

_ შოკში ვარ. რომ არა ჩვენი მეზობელი ზურა, რომელმაც დღეს სკოლაში წამსვლელ ბავშვებს შემთხვევით დაასწრო ადრე ადგომა და სადარბაზოში გასვლა, არ ვიცი, რა უბედურება გველოდა. სწორედ მან შეამჩნია მესამე სართულზე კართან ხალიჩაზე ყუმბარა. ,,კალიცო” მოხსნილი იდო, რომ ვინმეს ფეხი გაეკრა და აფეთქებულიყო. ჩემი შვილები ლიფტით არ დადიან და ყოველ დღე ჩაირბებენ იმ ადგილს. წარმოიდგინეთ, იმ ადგილზე ბავშვს რომ გაევლო იმ კაცამდე, ან იმ ბინის მაცხოვრებელს რომ დაესწრო გარეთ გამოსვლა. ძალიან ცუდად ვარ ამაზე ფიქრით! ბავშვებს რამდენიმე წუთით დაასწრო ზურამ გარეთ გამოსვლა და კიბეებზე ჩამსვლელები უკან სახლში მოაბრუნა. პოლიცია და კრიმინალური ოპერატიულად მოვიდა და ახლაც მუშაობენ. აუცილებლად უნდა მიაგნონ იმ ცხოველს, ვინც ასე იმეტებს ხალხს და სამუდამოც ცოტაა მისთვის! _-წერს ნათია კუპრაშვილი.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და გამნაღველები მივიდნენ.

შსს-ში ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

პირველი