ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზებისთვის დიღომში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დააკავეს

ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზებისთვის დიღომში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დააკავესნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ცოლ-ქმრის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დიღომში, ნაქირავებ ბინაში, სამართალდამცველები ნივთმტკიცებებს და ბრალდებულის თანამზრახველების კვალს ეძებდნენ.

– დაკავებული მოიყვანეს აქ არ დაუკავებიათ, აქ ჩხრეკა ჩაატარდა. როგორც ვიცი, ერთი ბიჭი დააკავეს ნაქირავებში ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად. როგორც გავიგე ეს ბიჭი ინტერნეტით ასაღებდა ნარკოტიკს, – ამბობს ადგილობრივი მაცხოვრებელი ია მგალობლიშვილი.

ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზების საქმეზე შს სამინისტრომ ცოლ-ქმარი, 1991 წელს დაბადებული ქალი და 1994 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავა.

შს მინისტრის მოადგილის თქმით, სამართალდამცველებმა 2 თვის მანძილზე განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს.

დაკავებული პირების მიმართ გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

რუსთავი 2