თბილისში, პარლამენტთან, ორი ახალგაზრდა დაჭრეს, არსებული ინფორმაციით ერთ-ერთი არასრულწლოვანია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას ცივი იარაღით ჭრილობები, სავარაუდოდ, თანატოლმა მიაყენა.
აღნიშნულ ტერიტორიაზე მობილიზებულნი არიან ექსპერტ-კრიმინალისტები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
თვითმხილველების განცხადებით, აღნიშნული ფაქტი შელაპარაკებას მოჰყვა.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ნიუპოსტი

